ნიკუშა შენგელაია: ბიძინა ივანიშვილის თავკაცობით ქართველმა ხალხმა გადაარჩინა საკუთარი ღირსება, თავისუფლება და ქვეყნის სუვერენიტეტი

ნიკუშა შენგელაია

ბიძინა ივანიშვილის თავკაცობით ქართველმა ხალხმა გადაარჩინა საკუთარი ღირსება, თავისუფლება და ქვეყნის სუვერენიტეტი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის მონაპოვართან დაკავშირებით.

მისივე თქმით, რომ არა 14 წლის წინანდელი არჩევანი, საქართველო დღეს მძიმე მდგომარეობაში იქნებოდა.

„2012 წლის 1-ელი ოქტომბერი იყო საკუთარი ქვეყნის და საკუთარი თავის გადარჩენის არჩევანი. გლობალური პროცესები, ეს ყველაფერი ხომ იგეგმებოდა ადრე. ჩვენნაირი ქვეყნების გამოყენება უნდოდათ საკუთარი ქვეყნების ინეტერესების გამო. ბიძინა ივანიშვილის თავკაცობით ქართველმა ხალხმა გადაარჩინა საკუთარი ღირსება, თავისუფლება და ქვეყნის სუვერენიტეტი. ეს იყო განაცხადი, რომ ამ ქვეყნის პატრონი ჩვენ, ქართველი ხალხი ვართ“, - განაცხადა შენგელაიამ.

მისი თქმით, საქართველოს სუვერენიტეტსა და თავისუფლებას მუდმივი დაცვა სჭირდება.

„ისტორია გვაჩვენებს, რომ ხალხი უნდა იყოს მზად, რათა საკუთარი სუვერენიტეტი, იდენტობა, რწმენა, კულტურა და ისტორია დაიცვას. ეს იყო დიდი მონაპოვარი, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, რა დრო იყო, თუმცა მზად უნდა ვიყოთ დღესაც, იმიტომ, რომ გლობალური გადანაწილების თემები არ დასრულებულა, ჩვენ ვართ მოწმე პროქსიომების, გაუგებარი ვოუქიდეოლოგიების“, - განაცხადა ნიკუშა შენგელაიამ.

შენგელაიას მიაჩნია, რომ ქვეყნისა და მოსახლეობისთვის უპირველესი უსაფრთხოებაა.

„როცა მოსახლეობა ხედავს, რა ხდება უკრაინაში, რა ხდება გარშემო, ისინი ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ამ ყველაფერს უნდა გადავურჩეთ, ამიტომ უდგას გვერდით „ქართულ ოცნებას“. მეორე რიგში ხედავენ, როგორ ვითარდება ქვეყანა, როგორ მცირდება უმუშევრობა, სიღარიბე, ნელ-ნელა, მაგრამ მცირდება“, - განაცხადა შენგელაიამ.

✕