რეკორდული მაჩვენებელი - სხვადასხვა პლატფორმაზე 16-მა მილიარდმა პაროლმა გაჟონა
1750435670
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე პოლონეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს, არტურ გებალს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველო-პოლონეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ ვითარებას და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს.
ნიკოლოზ სამხარაძემ პოლონელ დიპლომატთან შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებასა და ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა.