სპეცოპერაცია იტალიაში - დაკავებულია მინდია ლავასოღლი
30 მაი 20:56
მონტენეგროში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს ანდრია მანდიჩს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესცენტრი ავრცელებს.
მხარეებმა საქართველო-მონტენეგროს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე, საპარლამენტო კავშირების გაძლიერებაზე, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს.
შეხვედრისას განიხილეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების -საქართველოსა და მონტენეგროს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და ამ მიმართულებით ერთმანეთს საკუთარი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარეს.
შეხვედრის ბოლოს, ნიკოლოზ სამხარაძემ ანდრია მანდიჩი პარლამენტის თავმჯდომარის სახელით, ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.