1770756107
ნიკოლოზ სამხარაძე ისრაელის ელჩს შეხვდა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა.
შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება და თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებებს მოიცავს.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა განათლების, ჯანდაცვის, კულტურის, ვაჭრობის, ეკონომიკისა და ინვესტიციების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებას პოტენციალზე.
მხარეებმა საპარლამენტო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა ორმხრივი ვიზიტების გააქტიურების მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების გაძლიერებას.
განხილვის ერთ-ერთი საკითხი ისრაელსა და საქართველოს ირგვლივ არსებული უსაფრთხოების გარემო და შიდაპოლიტიკური ვითარება იყო.
მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.









