სამი შვილის დედა, რომელიც 24 წლის წინ დაიკარგა, ცოცხალი იპოვეს
1773037827
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტი დაგეგმილი იყო შარშან არჩევნების შემდგომ, თუმცა მაშინ გარკვეული გარემოებების და დაინტერესებული მხარეების გამო ეს ვიზიტი მაშინ არ შედგა. იყო გაკეთებული განცხადება, რომ ვიზიტი აუცილებლად შედგებოდა, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) პრეზიდენტის ვიზიტზე საუბრისას.
მისივე თქმით, ეს არის რიგითი ვიზიტი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა, რომელიც აქამდეც იმართებოდა და კვლავ გაიმართება.
„ამას არანაირი კავშირი არ აქვს მოსკოვის მექანიზმთან. საუბრის ძირითადი თემა იყო ოკუპაცია და მისგან მომდინარე საფრთხეები“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) პრეზიდენტ პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა.