„იმისთვის, რომ არ დაგებლოკოთ წარმატება, ამ ნივთს ნუ გაიჩერებთ სახლში“ – გოგა მანია
1778429658
დღეს ყველა თანხმდება, რომ საქართველოს უნიკალური როლი აქვს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების განვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
„შემიძლია, სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარის ციტირება მოვახდინო. მან თქვა, რომ სლოვაკეთს და ევროპას საქართველო სჭირდება იმისთვის, რომ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება გარანტირებული იყოს. მგონი, ამაზე მკაფიო გზავნილი არ არის საჭირო, რომ მოვისმინოთ. დღეს ყველა თანხმდება, რომ საქართველოს უნიკალური როლი აქვს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების განვითარებაში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, რიხარდ რაშიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო საყრდენია.