1770743848
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთის მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სომხეთსა და ირანს შორის სტრატეგიული ურთიერთობების მუდმივ განვითარებასა და გაღრმავებას
სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სომხეთსა და ირანს შორის დამყარებული სტრატეგიული ურთიერთობების მუდმივ განვითარებასა და გაღრმავებას, – ამის შესახებ აღნიშნულია სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მისალოც შეტყობინებაში, რომელიც მან ირანის სულიერ ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის ირანის ისლამური რევოლუციის 47-ე წლისთავთან დაკავშირებით გაუგზავნა.
ფაშინიანი დარწმუნებულია, რომ ქვეყნები გააღრმავებენ მრავალსექტორულ თანამშრომლობას, განახორციელებენ სტრატეგიული მნიშვნელობის ახალ ინიციატივებს, რაც ასევე ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობის დამყარებასა და სტაბილურობის განმტკიცებას.
„იმედი მაქვს, ჩვენს ორ ქვეყანას შორის დამყარებული მეგობრული კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება სომხეთისა და ირანის ხალხების საკეთილდღეოდ“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა მისალოცი შეტყობინება გაუგზავნა ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანსაც, სადაც ნათქვამია, რომ სომხეთსა და ირანს შორის მეგობრული ურთიერთობები ურთიერთპატივისცემაზე, გულწრფელობასა და ურთიერთნდობაზეა დაფუძნებული.
„თბილად მახსენდება თქვენი ვიზიტი ერევანში გასულ წელს, რომლის დროსაც განვიხილეთ სომხურ-ირანული ურთიერთობების მრავალმხრივი დღის წესრიგი და რეგიონული მოვლენები, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლების მიმართ“, – აღნიშნულია შეტყობინებაში.










