ნიკოლ ფაშინიანი: ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს საქართველოსთან. ამაზე კარგი და ღრმა ურთიერთობა აღარ ვიცი, რა შეიძლება იყოს

კობახიძე ფაშინიანი

ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს საქართველოსთან. ამაზე კარგი და ღრმა ურთიერთობა აღარ ვიცი, რა შეიძლება იყოს, - ასე უპასუხა ნიკოლ ფაშინიანმა „ქრონიკის“ კითხვას იმის შესახებ თუ როგორ გაგრძელდება ერევანსა და თბილისს შორის ურთიერთობები საპაარჩევნებში მისი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში. ამ თემაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ ისაუბრა.

„ბევრი პოლიტიკური და პოლიტიკური საკითხია, რომელზეც განვაგრძობთ თანამშრომლობას. უფრო დავაახლოებთ და გავაღრმავებთ ამ კავშირებს“, - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.