ნიკა მელიას პირველი კომენტარი არჩევნებში დამარცხების შემდეგ

ნიკა მელია

ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პირველი კომენტარი გააკეთა, არჩევნებში დამარცხების შემდეგ.

მან ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა. მელიას თქმით, ის პარტიიდან წასვლას არ გეგმავს.

შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. მან ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% მიიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%. ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა 41 264 პირმა მიიღო.

უკვე გაკეთდა პირველი კომენტარები, როგორ წარმოუდგენიათ ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერებს ნიკა მელიასთან მუშაობა.