ტურისტებმა მთებში განძი იპოვეს
1747917960
2021 წელს ბრიუსელი იყო, ვინც ნიკა მელია წააქეზა, მაშინ ბრიუსელმა გადაუხადა გირაო დაუმორჩილებლობის გამო და ამით წააქეზა საქართველოში კანონის დაუმორჩილებლობისა და ძალადობის ტენდენციები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა ნიკა მელიას განცხადებაზე, რომ 29 მაისს ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას არ აპირებს.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს ხელისუფლებაზე გარედან იყო თავდასხმა, ამის გამო გვაჯანჯღარეს გარედან.
„შეგახსენებთ, ვინ წააქეზა ეს პროცესები და ნიკა მელია კარგი მაგალითია. 2021 წელს ბრიუსელი იყო, ვინც წააქეზა ის ამ ქმედებაში. მაშინ ბრიუსელმა გადაუხადა გირაო დაუმორჩილებლობის გამო და ამით წააქეზა საქართველოში კანონის დაუმორჩილებლობისა და ძალადობის ტენდენციები. ბრიუსელი იყო ამისი მონაწილე და გახსოვთ, 20 ივნისის საკითხს ეხებოდა ეს. ახლახან გამოვიდა კიდევ ერთი გადაწყვეტილება 20 ივნისთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დამარცხდა მაშინდელი ოპოზიცია, რომელიც შტურმით იღებდა პარლამენტს. გახსოვთ, მაშინ გვიმტკიცებდნენ, რომ შეშის შეტანა ადამიანის უფლებებიაო და ბრიუსელის დაფინანსებული „ენჯეოები“ ამტკიცებდნენ, რომ შეშა არის დემონსტრაციის თუ აქციის ნაწილი. პირდაპირ თქვა სტრასბურგმა, რომ შეშას მიტინგზე არაფერი ესაქმება. იმედია, ახლა მაინც ჩამოყალიბდებიან და ის ელჩები, „ენჯეოები“ და დონორები, რომლებიც მაშინ თავს ესხმოდნენ საქართველოს ხელისუფლებას, ვინმე თუ იმავეს დააპირებს, ეტყვიან, რომ შეშა არ შეიძლება აქციებზე. აღარ ვამბობ ბოდიშის მოხდა, ბოდიშის მომხდელები ეგენი არაფერში არ არიან.
ასევე სტრასბურგმა აღიარა, რომ ეს იყო შტურმი პარლამენტზე, მაშინ საქართველოს ხელისუფლებაზე იყო თავდასხმა გარედან, მათ შორის ამას ეხება მელიას საქმე, შტურმს პარლამენტზე. ამის გამო გვაჯანჯღარეს გარედან, ქართველ ხალხს ლამის ცხოვრება გაუმწარონ და ბოლოს სტრასბურგი იტყვის, რომ ეს იყო შტურმი. „რუსთავი ორის“ საქმეში ყველაფერი წესრიგში იყო და აღმოჩნდება, რომ ამ ყველაფრის წყაროა ის ხალხი, რომელიც ბრიუსელის თუ სხვა დედაქალაქის ტრიბუნიდან ღირებულებებზე საუბრობს. თუკი ვინმე არღვევს ევროპულ ღირებულებებს, არის ის ხალხი, ვინც ასეთ პროცესებშია ჩართული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.