ჯორჯინა უზკატეგი ილია თოფურიასთან დაკავშირებით დუმილს არღვევს
1782197449
სააკაშვილი ისე ლაპარაკობს, თითქოს „ნაციონალურ მოძრაობას“ გილაურთან მოლაპარაკება არ ჰქონოდა, რომ წინასაარჩევნოდ მათი დამფინანსებელი ყოფილიყო, - განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ.
გვარამია ამ კომენტარით გამოეხმაურა სააკაშვილის განცხადებას, რომ „ახალი“ „თავიდანვე შედგა ძმები გილაურების პროექტად“.
„მომბეზრდა გილაურებზე რაღაცების მოსმენა. მიხეილ სააკაშვილი ისე ლაპარაკობს, თითქოს გილაური მისი პრემიერი არ ყოფილიყო, თითქოს „ნაციონალურ მოძრაობას“ გილაურთან მოლაპარაკება არ ჰქონოდა, რომ წინასაარჩევნოდ მათი დამფინანსებელი ყოფილიყო. მანდ თანაგუნდელები ერთმანეთს ესხმიან და ჩემზე რა გაგიკვირდათ?“, - განაცხადა გვარამიამ.