ქალი, რომელიც მეხუთე სართულიდან გადმოვარდა კლინიკაში გარდაიცვალა
1779957519
მიხეილ სააკაშვილსა და მელია-გვარამიას გუნდს შორის ახალი ურთიერთბრალდებები ისმის - 26 მაისის აქციის შემდეგ, ოპოზიციაში დაპირისპირება მწვავდება.
"კოალიცია ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ცუდია, რომ დაპირისპირებების გამწვავება თუ გაღრმავება მიმდინარეობს. მელია ასევე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილისა და "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი დიმიტრი ბიძინაშვილის განცხადებებს.
"ცუდი მოსასმენია ბევრი რაღაც. ძალიან გაუგებარია უდროო ბევრი ტექსტი. ძალიან არ მომწონს, რომ ამ დაპირისპირებების გამწვავება თუ გაღრმავება მიმდინარეობს, ცუდია ეს. რაც შეეხება "მელია მიტინგი დაშალა" - რამდენი წელი შეიძლება ეს ილაპარაკონ?! - შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ნიკა მელიამ რამე დაშალა და რამეს ხელი შეუშალა. ნიკა მელია მაშინ იყო "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, მე პოლიტიკაში არ გახლდით და მაშინვე გაერჩიათ მაშინ ეს ამბავი.
მიშას გადასაწყვეტია, როგორ გამოხატავს საკუთარ აზრს და კმაყოფილი იქნება თუ არ იქნება რაღაც პროცესით, მას შეუძლია იოპერიროს საკუთარი პარტიის მეშვეობით," - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
ცნობისთვის, გვარამიას პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა ყოფილ პრეზიდენტს მაოხრებელი გზირი უწოდა. დიმიტრი ბიძინაშვილის ეს განცხადება სააკაშვილის ბრალდებას მოჰყვა, რომელმაც ნიკა მელია აქციის მიზანმიმართულ დაშლაში დაადანაშაულა. ექსპრეზიდენტის მტკიცებით, მელიამ მისი გათავისუფლების მოთხოვნით დაწყებული აქცია დაშალა, პროტესტი შეაჩერა და ხალხი არჩევნებზე გადართო, რასაც ბიძინაშვილი სიცრუეს უწოდებს, სააკაშვილს საკუთარ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს და ოპოზიციის ერთობის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს.