სინოპტიკოსების გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ
1779963617
კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ სადაც იქნება ჩვენი ქართული სახელმწიფო ინტერესების გაზიარება, გააზრება და მიმღებლობა, იქ ჩვენთვის არის თითოეული ქვეყანა პარტნიორი და მეგობარი", - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა საუბრობს.
ირაკლი ზარქუა თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტს ეხმაურება.
ბატონი ტრამპის ადმინისტრაცია პრაგმატულ პოლიტიკას გვთავაზობს. ჩვენც ვთქვით, რომ დიახ, ჩვენ მზად ვართ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ და ამის დემონსტრირება იყო, რომ მერამდენე დელეგაცია ჩამოდის თეთრი სახლიდან და შეხვედრები ჰქონდა ჩვენს მთავრობასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ხელმძღვანელობასთან, ცალკეული კომიტეტის ხელმძღვანელობასთან. მთავარი არის, რომ საქართველოს როლი შუა დერეფნის განვითარებაში, საქართველოს როლი მშვიდობაში და რაც მთავარია, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში გადატვირთვის ახალი ეტაპი იწყება. ჩვენ მზად ვართ ამისთვის, ჩვენ ველოდებით თითოეულ ამ ნაბიჯს და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ სადაც იქნება ჩვენი ქართული სახელმწიფო ინტერესების გაზიარება, გააზრება და მიმღებლობა, იქ ჩვენთვის არის თითოეული ქვეყანა პარტნიორი და მეგობარი," - აცხადებს ირაკლი ზარქუა.