„ნაცმოძრაობაც“ ვერ შეცვლის „ქართულ ოცნებას“... არ ვემხრობი რომელიმე ერთი პარტიის ერთპარტიული მანდატით მოსვლას ხელისუფლებაში - ნინო ბურჯანაძე 

ნინო ბურჯანაძე

ოპოზიციონერი ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ოპოზიციის მიერ გადადგმული ნაბიჯები იმისთვის, რომ ქვეყანაში რეალობა შეიცვალოს. მისი თქმით, ცალკე მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ შეუძლია „ქართული ოცნების“ ცვლილება.

„ვფიქრობ, ოპოზიციის ნაბიჯები არასაკმარისია იმისათვის, რომ ქვეყანაში რეალობა შეიცვალოს. დანარჩენი იქნება ნახევრად ნაბიჯები, რომელიც ხელისუფლების შეცვლას და კოალიციურ მთავრობას ამ ქვეყანას არ მოუტანს, არც 2024-ში და თუ ასე გაგრძელდა არც 2028-ში. როცა დაინახავს ამას ოპოზიცია, მაშინ იქნება შედეგი. „ნაციონალური მოძრაობაც“ ვერ შეცვლის „ქართულ ოცნებას“ და ძალიანაც კარგი, იმიტომ რომ მე არ ვემხრობი „ენმ-ის“, ან რომელიმე ერთი პარტიის ერთპარტიული მანდატით მოსვლას ხელისუფლებაში", - განაცხადა ბურჯანაძემ "ტვ პირველთან".

ასევე ნახეთ:

საქართველოშიც გაჩნდა მოსაზრებები, ხომ არ დაგვეწესებინა საპასუხო სანქციები უკრაინის კონკრეტულ მოქალაქეებზე, რომლებიც ანტი-ქართული რიტორიკით გამოირჩევიან - ზაალ ანჯაფარიძე

ვისაც აქვს საშუალება, იმას დაემუქრებიან დასანქცირებით, მაგრამ ეს გადავა აბსურდის თეატრში - დავით მაღრაძე