„ნაციონალურ მოძრაობას“ არავინ ეკითხება არც რიტორიკის დაწყებას, არც მის შეწყვეტას. ეს არის საერთო გზავნილი, რომელიც მათ მოსდით და რომელსაც უნდა აჰყვნენ - პარლამენტის თავმჯდომარე

პაპუაშვილი

„ნაციონალურ მოძრაობას“ არავინ ეკითხება არც რიტორიკის დაწყებას, არც მის შეწყვეტას. ეს არის საერთო გზავნილი, რომელიც მათ მოსდით და რომელსაც უნდა აჰყვნენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუსოფობიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მარიონეტები არიან.

„ეტყვიან, რომ რუსი უნდა ეზიზღებოდეთ - შეეზიზღებათ. ეტყვიან, რომ რუსი უნდა უყვარდეთ და ღვინის ბოთლით დახვდნენ საზღვარზე, ამას გააკეთებენ. ეტყვიან ჩინეთი მტრად უნდა გამოაცხადონ, გამოაცხადებენ. ეტყვიან ჩინეთი მეგობრად უნდა გამოაცხადონ, გამოაცხადებენ. ეტყვიან აზერბაიჯანი უნდა იყოს მეგობარი, იქნება მეგობარი. ეტყვიან აზერბაიჯანი იყოს მტერიო, იტყვიან. ეს ადამიანები არიან მარიონეტები. ეს არის სწორედ გაკვეთილი 2008 წლის. როდესაც მარტიონეტი არის ხელისუფლებაში ამას მიჰყავს ქვეყანა ომამდე და ეკონომიკურ კოლაფსამდე. „ნაციონალურ მოძრაობას“ არც არავინ ეკითხებოდა, როდესაც გადატვირთვა გამოცხადდა რუსეთთან, ასე დაავალეს გარედან. 2008 წლის შემდეგ, 2009 წელს ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელმა პრეზიდენტმა და სახელმწიფო მდივანმა გადატვირთვა გამოაცხადეს რუსეთთან. საქართველო ოკუპირებულია, 2008 წლის აგვისტოს შეთანხმება არ სრულდება და გადატვირთვა რუსეთთან. 2010 წელს აღლუმს ატარებენ რუსეთთან ერთად წითელ მოედანზე, სადაც გამოდიან ბრიტანეთის, პოლონეთისა და ევროპული ქვეყნების, მათ შორის სამხედრო დანაყოფები ქვეყანაში, რომელიც არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას და ოკუპაციას ახორციელებს საქართველოსი. ამის შემდეგ არის ნორდსტრიმის გახსნა გერმანიასა და რუსეთს შორის. ჩვენ გვადევს ემბარგო და სანქცია, ხოლო რუსეთთან გაიხსნა ნავთობის მილსადენი, მოხდა გადატვირთვა, ჩატარდა ჩემპიონატები, ოლიმპიადები და ასე შემდეგ. მაშინ უთხრეს, რომ აღარ უნდა წარმოაჩინოთ, რუსეთი როგორც მტრის ხატი და სააკაშვილმა, როგორც მარიონეტმა ეს ყველაფერი შეასრულა. შემდეგ დასჭირდათ სხვანაირად და მათ, როგორც მარიონეტებმა ეს შეასრულს და დღეს რომ ჰკითხო მათზე დიდი რუსოფობები თითქოს არ არსებობენ, მაშინ, როდესაც თუ რაიმე გაკეთდა ისეთი, რამაც მეტი გავლენა მისცა რუსეთს საქართველოში, გაკეთდა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.