რას წერს ბრიტანული გამოცემა ხვიჩა კვარაცხელიას ცოლზე, ნიცა თავაძეზე
1793124352
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის თავმჯდომარეს, პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტ ალექსანდერ კვაშნევსკისა და თანმხლებ დელეგაციას შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნარკოპოლიტიკის სფეროში არსებულ რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებზე, ასევე, პრევენციის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.
განხილული იყო საქართველოს გამოცდილება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით. საქართველო რეგიონში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ზიანის შემცირების პროგრამები დანერგა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ნარკოპოლიტიკის შემუშავების მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ.
ბექა ძამაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა უმაღლეს დონეზე და პარტნიორებთან თანამშრომლობით უნდა შემუშავდეს.
"ნარკოპოლიტიკა არის ის საკითხი, რომელიც უმაღლეს დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებებს უნდა ეფუძნებოდეს. საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით უნდა ხდებოდეს საუკეთესო პრაქტიკის შერჩევა. დღევანდელი ვიზიტი იქნება გამოყენებული ამ მნიშვნელობისთვის", - გააცხადა ბექა ძამაშვილმა.