„მშვიდობით, ჩემო მეგობარო...“ - რას წერს შორენა ბეგაშვილი
1747856125
რას გეგმავს ოპოზიცია 26-ს მაისს? - საორგანიზაციო საკითხები სალომე ზურაბიშვილის პლატფორმაზე დღესაც განიხილეს. შეხვედრას ოპოზიციური პარტიების ლიდერები ესწრებოდნენ, მათ შორის არ იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და გიორგი გახარიას გუნდი.
სანამ ხელისუფლების ოპონენტები ემზადებიან, "ქართულ ოცნებაში" მათ აფრთხილებენ, რომ ძალადობრივ ან რადიკალურ სცენარებს შესრულება არ უწერია.
„2021 წლიდან მოყოლებული ეს თემა მუდმივად ტრიალებს და კონკრეტულ ქმედებებში არაერთხელ იყო გადაზრდილი. დავინახეთ, რომ ამან წარმატება ვერ მოიტანა და ახლა 26 მაისზე აქვთ ყურადღება გადატანილი. გედი ფოფხაძე არ არის მხოლოდ, პრაქტიკულად, მთელი ეს კოლექტიური "ნაცმოძრაობა" თავის გედი ფოფხაძის ჩათვლით, არის იმ აზრზე, რასაც ჰქვია "მაიდანის" გამეორება თბილისში. "მაიდანის" სცენარი სისხლის ღვრას და შეტაკებას უკავშირდება. ვინაიდან 26 ახლოვდება, ფიქრობენ, რომ ბნელი ძალების კონსოლიდაცია მოახდინონ ამ ბოროტი, ბნელი ძალების და, მათ შორის, გედი ფოფხაძე არის ერთ-ერთი, რომელიც საუბრობს ამ საკითხებთან მიმართებაში, რომ მზად არის შესწიროს თავის სიცოცხლე," - აღნიშნა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.
მსგავსი განცხადებების საფუძველი კი სხვადასხვა პოლიტიკოსის სატელევიზიო ინტერვიუ გახდა. გედევან ფოფხაძის გარდა, ხელისუფლების ძალით შეცვლასა და ფიზიკურად ბრძოლაზე ლევან ხაბეიშვილმაც ისაუბრა. პარტიების ნაწილი პათოსს არ იზიარებს და მშვიდობიან პროტესტზე საუბრობს.