მთავრობის ადმინისტრაციასთან ხმაურია - პოლიტიკოსები პრემიერთან დალაპარაკებას ითხოვენ

აქცია

ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან ხმაურია.

პოლიტიკოსები და აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციაში შესვლას მოითხოვენ, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცველები არ აძლევენ. პოლიტიკოსები პრემიერ-მინისტრთან დალაპარაკებას ითხოვენ.

ხდება შეხლა-შემოხლა პოლიციასა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის.