მთავრობის ადმინისტრაციაში იენს სტოლტენბერგისა და ირაკლი კობახიძის შეხვედრა მიმდინარეობს (ფოტოები)

კობახიძე

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირისპირ შეხვედრას მართავენ.

შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში იმართება. შეხვედრის შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

NATO-ს გენერალური მდივანი საქართველოში დღეს ჩამოვიდა და 19 მარტს საქართველოდან ერევანში გაემგზავრება.