„იმისთვის, რომ არ დაგებლოკოთ წარმატება, ამ ნივთს ნუ გაიჩერებთ სახლში“ – გოგა მანია
1778429658
"საქართველოს მთავრობამ აირჩია კონსერვატიული პრინციპი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეიქმნას აპარატის გარეშე, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას აპარატულ მხარდაჭერას არავინ გაუწევს", - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, ვახტანგ ბაჩიაშვილი საუბრობს.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია მთლიანად, თავისი საშტატო შემადგენლობით, იქნება სახელმწიფო მინისტრის ისეთივე უზრუნველმყოფი, როგორ უზრუნველყოფასაც ახორციელებს ამ შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
"ძირითადი მიზანი იქნება ის ეფექტური საქმიანობა, რომელიც დღესდღეობით მიმდინარეობს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ეს გულისხმობს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უპრეცედენტო მასშტაბებს, კოორდინირებულ რეჟიმში იქნეს წარმართული სახელმწიფოს მინისტრის ხელმძღვანელობით.ამ კოორდინაციის რეჟიმს ყოველდღიურად ახორციელებს პრემიერიც და მთავრობაც, თუმცა მათ გარდა ამ უფლებამოსილებისა, აქვთ კიდევ უამრავი გამოწვევები და უამრავი მმართველობითი საკითხები გადასაწყვეტი და ამ თვალსაზრისით შეიძლება ვთქვათ, რომ გარკვეულწილად მოხდება ყოველდღიური განტვირთვა როგორც პრემიერ-მინისტრის, ისე მთავრობის და საბოლოო ჯამში, იმ ეფექტური შედეგის მიღება, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ამოცანების შესასრულებლად.ამ მიდგომით, საქართველოს მთავრობამ ასევე აირჩია კონსერვატიული პრინციპი, რაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეიქმნას აპარატის გარეშე, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას აპარატულ მხარდაჭერას არავინ გაუწევს.საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია მთლიანად, თავისი საშტატო შემადგენლობით იქნება სახელმწიფო მინისტრის ისეთივე უზრუნველმყოფი, როგორ უზრუნველყოფასაც ახორციელებს ამ შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის," - აცხადებს ვახტანგ ბაჩიაშვილი.