1747854625
მრისხანე გედევან ფოფხაძე თურმე რადიკალიზაციასა და მსხვერპლზე საუბრობს... სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა და არავის არ მისცემს დესტრუქციის უფლებას - ირაკლი კირცხალია

"სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა და არავის არ მისცემს იმ პროვოკაციისა და დესტრუქციის უფლებას, რასაც ეს მავნებლები გეგმავენ 26 მაისს," - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს არეულობისა და პროვოკაციების მოწყობის შესაძლებლობა არავის მიეცემა.
"მრისხანე გედევან ფოფხაძე თურმე აქ რადიკალიზაციასა და მსხვერპლზე საუბრობს. პირდაპირ ეთერში საუბრობენ, რომ თურმე ეს დღე უნდა ჩაიშალოს. მიზანი აქვთ ერთი, რომ მაქსიმალურად შევიდნენ დაპირისპირებაში, დადგან სურათი და თავიანთი სისხლიანი რეჟიმის საპირწონე კადრების დაანახონ თავიანთ პატრონებს და საზოგადოებას.
მათაც და მათი დავალების მიმცემებმაც ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, რომ სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა და არავის არ მისცემს იმ პროვოკაციისა და დესტრუქციის უფლებას, რასაც ეს მავნებლები გეგმავენ 26 მაისს," - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
ცნობისთვის, 26 მაისის მოახლოებასთან ერთად, პარტიების ლიდერები, რომლებმაც შეკრება დაგეგმეს და ამ საკითხზე კონსულტაციებს სალომე ზურაბიშვილთან გადიან, საკუთარ გეგმებზე საჯაროდ საუბრობენ.
ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრმა გედევან ფოფხაძემ ახსენა პროცესების რადიკალიზაცია, შენობების პიკეტირება, მსხვერპლი და ტყვიები.