"მორალი და ღირებულებები, ეს არის უმთავრესი საკითხი ევროპისთვის, რაზეც დგას მისი მომავალი. თუ ამ კრიზისს არ გადალახავს ევროპა, მაშინ, რა თქმა უნდა, ევროპის მომავალი იქნება ძალიან ბუნდოვანი" - გიორგი გაბუნია

გიორგი გაბუნია

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებას შეფასებები მოჰყვა თბილისში. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მორალური კრიზისი დღეს ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რაზეც კრისტოფერ ლანდაუც საუბრობს.

"მორალი და ღირებულებები, ეს არის უმთავრესი საკითხი ევროპისთვის, რაზეც დგას მისი მომავალი. თუ ამ კრიზისს არ გადალახავს ევროპა, მაშინ, რა თქმა უნდა, ევროპის მომავალი იქნება ძალიან ბუნდოვანი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ღირებულებების თვისობრივი გადაფასება მოხდეს ევროკავშირში, რაზეც იყო საუბარი ზუსტად ამ განცხადებაში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მოხდება ამ ღირებულების რეალური გადაფასება და ეს იქნება ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორისაც ურთიერთობების გაჯანსაღება მოხდეს," - აღნიშნა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ.