თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
1775076071
საქართველოში, გასული წლის სექტემბერში არსებული წინასაარჩევნო გარემოს შეფასების მიზნით ჩამოსული მისიის ანგარიში წარადგინეს ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის სესიაზე. დოკუმენტი რეკომენდაციისა და რეზოლუციის ტექსტებს მოიცავდა - შედგა დებატები და კენჭისყრა.
ანგარიში ტენდენციურად და მიკერძოებულად შეაფასეს თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებმა, რომლებიც სესიას ესწრებოდნენ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ტექსტში არ არის ნახსენები არცერთი სიტყვა 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებზე და გამორჩენილია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებიც.
"მიგვაჩნია და ვთვლით, რომ ეს ანგარიში არის ტენდენციური. არ ასახავს რეალობას, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა არჩევნებამდე და არჩევნების მერეც. არცერთ პუნქტში არ არის მოხსენიებული ის თუ რას გეგმავდა ოპოზიცია 4 ოქტომბრამდე და შემდგომ გამოცხადებული ე.წ. გადატრიალების მცდელობა, რომელიც იქნა აღკვეთილი. ამაზე საერთოდ არ არის გამახვილებული ყურადღება.
ასევე არ არის ყურადღება გამახვილებული იმასთან დაკავშირებით, რომ წინა არჩევნებთან მიმართებაშიც, როდესაც თავად კონგრესის წარმომადგენლები არაერთხელ იყვნენ ჩამოსულები საქართველოში და თავად იყვნენ გაკვირვებულები, თუ რატომ არ იღებდა ოპოზიცია მიღებული მანდატებით პარლამენტში თავიანთ საქმიანობაში მონაწილეობას, ამ საკითხებზეც აღარ საუბრობენ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველომ გააძლიეროს თავის წინსვლა", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.