მოქმედი კანონმდებლობა არ არეგულირებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, როგორც დიპლომატიური თანამდებობის პირის, სამართლებრივ სტატუსს, მიუხედავად იმისა, რომ მინისტრი წარმოადგენს დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელს - საგარეო უწყება საკანონმდებლო ცვლილების პროექტზე

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო უწყება განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ არეგულირებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, როგორც დიპლომატიური თანამდებობის პირის, სამართლებრივ სტატუსს, მიუხედავად იმისა, რომ მინისტრი წარმოადგენს დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელს.

მათივე განცხადებით, დიპლომატიური სამსახურის გავლისა და დიპლომატიური რანგების მინიჭების წესს კანონი განსაზღვრავს.

„მოქმედი კანონმდებლობა არ არეგულირებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, როგორც დიპლომატიური თანამდებობის პირის, სამართლებრივ სტატუსს, მიუხედავად იმისა, რომ მინისტრი წარმოადგენს დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელს. ამასთან, კანონი განსაზღვრავს დიპლომატიური სამსახურის გავლისა და დიპლომატიური რანგების მინიჭების წესს. 

ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილების მიზანია არსებული სამართლებრივი ხარვეზის აღმოფხვრა და საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დიპლომატიურ თანამდებობის პირად განსაზღვრა. 

ცვლილების შედეგად, საგარეო საქმეთა მინისტრზე, როგორც დიპლომატიურ თანამდებობის პირზე, გავრცელდება კანონით დადგენილი რეგულაციები, მათ შორის დიპლომატიური რანგის მინიჭებასთან დაკავშირებული წესები და პირობები“, - განუცხადეს „პრაიმტაიმს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტის შესახებ.