„არაა გამორიცხული, ძალიან ბევრი ადამიანი განიკურნოს...“ - ასტროლოგი 3 მარტის მთვარის დაბნელებაზე
1772473404
"მე მინდა აქ მყოფ ფსიქოლოგსაც, ექიმსაც ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ამის თქმისთვის, გაბედული ნათქვამია, რომ მითია დღეს, სამწუხაროდ, დამკვიდრებული, რომელიც შეიძლება ბევრი ადამიანისთვის, ვინც ნარკომანიაზე ხელს ითბობდა, ამ მითის დანერგვაში შეიძლება დიდი წვლილი აქვთ შეტანილი, რომ თითქოს განკურნებული ნარკომანი არ არსებობს. ასეთი რამ არის ტყუილი," - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში "დებატები" განაცხადა.
"დიახ, საბედნიეროდ, არსებობს წარმატებული შემთხვევები. ყველას მინდა მივულოცო და მინდა ყველას ვუსურვო წარმატება, ვინც შეძლებს და დაამარცხებს საკუთარ თავში. ძალიან მანკიერი და მავნე მითია, რომ თითქოს განკურნება არის შეუძლებელი, ეს, რასაკვირველია, მცდარი შეხედულებაა," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.