მიხეილ ყაველაშვილი სიონის საპატრიარქო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას შვილებთან ერთად დაესწრო

ყაველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი შვილებთან, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სიონის საპატრიარქო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საზეიმო წირვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა.

საზეიმო წირვის დაწყებამდე სიონის ტაძარში შეკრებილმა მრევლმა მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე მოისმინა.