მიხეილ ყაველაშვილი დონალდ ტრამპს: საბედნიეროდ, „დიპ სტეიტის“ წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველი ხალხი ერთიანია, როგორც არასდროს, რაც ჩვენმა თანამოქალაქეებმა გასული ოთხი წლის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეს

ყაველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართავს. როგორც საქართველოს პრეზიდენტის ღია წერილშია აღნიშნული, საქართველოს მიმართ ტრამპის ადმინისტრაცია არ გამოხატავს სათანადო ყურადღებას, რაც, მთავრობებს შორის სრული ღირებულებითი თანხვედრის ფონზე, ქართული საზოგადოების გაკვირვებას იწვევს.

„საბედნიეროდ, „დიპ სტეიტის“ წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველი ხალხი ერთიანია, როგორც არასდროს, რაც ჩვენმა თანამოქალაქეებმა გასული ოთხი წლის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეს. „დიპ სტეიტის“ მიერ საქართველოში ორგანიზებული რევოლუციის ოთხი მცდელობა, პირველ რიგში, სწორედ ქართველი ხალხის სიბრძნის, გამოცდილებისა და პრინციპულობის წყალობით აღიკვეთა“,- ვკითხულობთ მიხეილ ყაველაშვილის წერილში.