წყალი 36 საათით შეწყდება - ნახეთ, მისამართები და გრაფიკი დეტალურად
1790191248
გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა საქართველოს დელეგაციის წევრმა, ჯანდაცის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან შეაფასა.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მშვიდობის კონტექსტში ნახსენები იყო აფხაზეთის და სამაჩაბლოს თემა. ეს არის ალბათ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პრიორიტეტი თითოეული ქართველისთვის, რომელზე ხაზგასმაც გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან განსაკუთრებით ღირებულია“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მან ყურადღება გაამახვილა მშვიდობის დამყარებაზე, რომელიც დიალოგს, ურთიერთგაგებასა და ურთიერთპატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს. ქვეყნის მეთაურმა ასამბლეის ტრიბუნიდან, წლევანდელი სესიის ერთ-ერთი მთავარი თემის - ნდობის აღდგენის კონტექსტში, აფხაზ და ოს თანამოძმეებსაც მიმართა. ირაკლი კობახიძემ ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასა და სამომავლო გეგმებზეც ვრცლად ისაუბრა.