„მაგარ რაღაცას გასწავლით“ - „ფეხის გაკვანძვის“ მიზეზს გიორგი ღოღობერიძე განმარტავს
1758576068
მეტი მშვიდობა საქართველოს და მეტი სიკეთე თბილისს - ჩვენ ერთად სწორედ ამ დევიზით გავაგრძელებთ მუშაობას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში“, - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში მიმდინარე სხდომაზე გააკეთა. საკრებულოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ყველა მხარდამჭერს, ვინც აქტიურად არის ჩართული საარჩევნო კამპანიაში და წარმატებები უსურვა „ქართული ოცნების“ კანდიდატებს.
„მინდა, გამოვეხმაურო საარჩევნო პროცესს, რომელიცუკვე ყველაზე აქტიურ ფაზაშია. 4 ოქტომბერს ჩვენ გვექნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მინდა, ყველა ჩვენს კოლეგას, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი საარჩევნო კამპანიაში როგორც მაჟორიტარობის კანდიდატებად ან სიითი შემადგენლობის წევრებად, წარმატება ვუსურვო. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მხარდამჭერს, რომლებსაც სჯერათ ჩვენი და აქტიურად მონაწილეობენ წინასაარჩევნო შეხვედრებში. მადლობა ყველას, ვისაც სჯერა, რომ კიდევ 4 წლის განმავლობაში ჩვენ უნდა გავაგრძელოთ აღმშენებლობა ჩვენი დედაქალაქის საკეთილდღეოდ დევიზით: „მეტი მშვიდობა საქართველოს და მეტი სიკეთე თბილისს“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ არჩევნებში გამარჯვება დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს და მთლიანად პარტია „ქართულ ოცნებას“ უსურვა. მისი თქმით, ეს არის გუნდი, რომელიც დედაქალაქის საკეთილდღეოდ მუშაობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.