„ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება“ - რა სიახლე ამოქმედდება სკოლებში სექტემბრიდან
1754426959
მცდელობას, რომ ეს ყველაფერი რაღაც შეთქმულების თეორიად გაასაღონ, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ მოგონილი ამბავი წერტილი დაესვა აშშ-დან, რომლის პრეზიდენტმაც განაცხადა, რომ ან ამერიკა დაამარცხებს დიფ სთეითს ან მოხდება პირიქით, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
მისი თქმით, აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებები ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ არსებობს ჩრდილოვან ოლიგარქიულ ძალების ერთობას, რომელსაც სურს, რომ არადემოკრატიული მეთოდით იმართებოდნენ ქვეყნები.
„მცდელობას, რომ ეს ყველაფერი რაღაც შეთქმულების თეორიად გაასაღონ, საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყარონ და თქვან, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ მოგონილი ამბავი, ამ ყველაფერს წერტილი დაესვა. უკვე მერამდენედ დაესვა წერტილი პირველი რიგში შეერთებული შტატებიდან. შეერთებული შტატები არის ის ქვეყანა, რომლის დღეს მოქმედმა პრეზიდენტმა ცალსახად და მკაფიოდ განაცხადა, რომ ან ამერიკა დაამარცხებს დიფ სთეითს ან მოხდება პირიქით. დაზვერვის სამსახურის უფროსმა ცოტა ხნის წინ ისეთი ფაქტები გამოააშკარავა, რომელიც ასევე, პირდაპირ ხაზს უსვამს იმ სამწუხაროდ, ჩრდილოვან ოლიგარქიულ ძალების ერთობას, რომელსაც სურს, რომ არადემოკრატიული მეთოდით იმართებოდეს ქვეყანა, არამედ ჩრდილოვანი მმართველობით თვითონ იყვნენ ამ ყველაფრის, ქვეყნის და საერთოდ, სადამდეც შესაძლებლობა ექნებათ იმ არეალის რეალური მმართველები“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.