13 ადგილი სახლში, რომელსაც ქურდები პირველ რიგში ამოწმებენ
1771878200
ძალიან სამწუხარო და სამარცხვინოა ის განცხადება, რაც ვიხილეთ ამ სამი ქვეყნისგან, - განუცხადა ჟურნალისტებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა საქართველოში საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩების ერთობლივ სტატიასთან დაკავშირებით.
კერძოდ, რუსეთ-უკრაინის ომის მეოთხე წლისთავზე საქართველოში საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ. სამი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა დეზინფორმაციას უწოდებს განცხადებებს იმის შესახებ, რომ საქართველოს ამ კონფლიქტში მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდებდნენ.
მარიამ ლაშხის თქმით, უკრაინის მდგომარეობა დღევანდელ დღეს გვაჩვენებს კიდევ ერთხელ იმას, თუ როგორი ფრთხილი და გათვლილი პოლიტიკა უნდა გქონდეს, უნდა შეინარჩუნო შენი ქვეყნის სუვერენიტეტი.
როგორც მან აღნიშნა, საქართველომ დასვა კითხვა, გამოიწვევდა თუ არა მეორე ფრონტის გახსნას ორმხრივი სანქციების დაწესება და ასევე, მოხალისეების გაგზავნა სამთავრობო თვითმფრინავით.
„თავს არიდებენ პასუხებს. სწორედ ეს იყო ის მიზანმიმართული ქმედებები, რაც მათივე მხრიდან იყო გამოწვეული, რომელიც ჩვენს ქვეყანას აუცილებლად ჩაითრევდა ომში“, - აღნიშნა მან.