„სახლში ყველა ფანჯარამ დაიწყო ზანზარი...“ - ბოლო ცნობები ირანიდან
1772742455
ეს იყო პარტნიორული, თანაბარი და ერთმანეთის ღირებულებებზე და ფასეულობებზე დაფუძნებული დიალოგი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ვიზიტი იქნება ორ ქვეყანას შორის თვისობრივი გადატვირთვის საფუძველი, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით.
მისი თქმით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიდგომები რადიკალურად განსხვავდება წინამორბედისგან და ის ემყარება პარტნიორულ ურთიერთობებს.
„სუვერენული ერების ალიანსი არ არის მხოლოდ კონფერენცია, ეს არის ერების გაერთიანება და მოძრაობა იმ ძირითად ღირებულებებზე, რაც არის სუვერენიტეტი, ოჯახური ღირებულებების დაცვა, ქრისტიანული და ტრადიციული ღირებულებების დაცვა. მნიშვნელოვანია, რომ ამ სამიტით ძალიან მნიშვნელოვან მოძრაობას ჩაეყარა საფუძველი, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხმაც არის საქართველო. საქართველო, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, როგორც მშვიდობის პოლიტიკის ინტეგრირებაში ჩვენს რეგიონში, არამედ ზოგადად, ნეოკოლონიალური და გლობალური ფსევდოლიბერალური ძალების საწინააღმდეგოდ მიმართულ ბრძოლაში, რომელიც ჩვენ ბოლო პერიოდში გავიარეთ.
ჩვენ გვახსოვს, რომ აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ინვესტიციას დებდა არა მხოლოდ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ექსპორტში, არამედ ისინი ინვესტიციას დებდნენ ე.წ. „ენჯეოების“ მიერ ქვეყნების „მაიდანიზაციაში“. სრულიად შეცვლილი და შემობრუნებულია ახლანდელი ადმინისტრაცია, რომელიც მთავარ ღირებულებებს, პარტნიორობებს და ქვეყნის განვითარებას ამყარებს სუვერენიტეტზე, ოჯახურ და ტრადიციულ ღირებულებებზე და ამ სამიტზე კიდევ ერთხელ გაჟღერდა ის, რომ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნები განვითარდნენ უნდა ხდებოდეს ეროვნული ინტერესების დაცვა და ეს არის 21-ე საუკუნის მთავარი გამოწვევა იმისთვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ მშვიდობა.
ასევე, მნიშვნელოვანი იყო ის, რომ საქართველოს შესაძლებლობა ჰქონდა გაეჟღერებინა საკუთარი ინტერესი და ხალხის ხმა დაეყენებინა ამ საერთაშორისო პლატფორმაზე და ასევე, გვესაუბრა „შუა დერეფანზე“, გვესაუბრა ეკონომიკის განვითარებაზე. ახალი ადმინისტრაცია აქაც პრაგმატულ ხედვას იჩენს, სადაც ეკონომიკური თანამშრომლობა, „შუა დერეფნის“ განვითარება, ინვესტიციები არის ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.