„ნამდვილი ძალა დახმარების თხოვნაშია...“ - ნუცა ბუზალაძის საქმრო მიმართვას ავრცელებს
1779393474
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის მისვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება და მის მიერ 7 მარტს, „ტვიტერში“გაკეთებულ განცხადებას იხსენებს იმის შესახებ, რომ მარტის აქციები მაიდანს ახსენებს.
როგორც ლევან ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ვიოლა ფონ კრამონმა პირდაპირ წაახალისა მომიტინგეების ძალადობა და ახლა იცავს მოძალადე კრიმინალს, როგორც ძალადობის ორგანიზატორი. „სულ ტყუილად ვეჩხუბებით და ვამუნათებთ ვიოლა ფონ კრამონს აქციაზე მისვლის გამო, სადაც მოძალადე კრიმინალს და პოლიციელისთვის ცეცხლის წამკიდებელს იცავდნენ. აქციის დროს ვიოლამ დაწერა, ეს მოვლენები მაიდანს მაგონებსო, მან პირდაპირ წაახალისა მომიტინგეების ძალადობა და ახლა ცხადია, ის იცავს მოძალადე კრიმინალს, როგორც ძალადობის ორგანიზატორი!!!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.