მამუკა მდინარაძის მუშაობამ ამ ერთი წლის მანძილზე ჩვენ გვაჩვენა როგორ უნდა ებრძოლო კორუფციას და ზოგადად, მან უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი გვაჩვენა - ირაკლი ჭეიშვილი

ირაკლი ჭეიშვილი

მომავალი კვირიდან პარლამენტი იწყებს კანონპროექტის განხილვას, რომელიც მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებას ეხება. საუბარია ახალ უწყებაზე, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს კოორდინაციას გაუწევს და რომლის ხელმძღვანელიც, სახელმწიფო მინისტრი, მამუკა მდინარაძე იქნება. მამუკა მდინარაძე, პარალელურად ვიცე-პრემიერი იქნება. მომდევნო სასესიო კვირაში აირჩევენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს. ამ პოსტზე წარდგენილია გეკა გელაძის კანდიდატურა. საკადრო ცვლილებების შესახებ რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა. მთავრობის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი სულხან თამაზაშვილია, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იყო, ამ პოსტზე კი პრეზიდენტმა ზურაბ პატარაძე წარადგინა.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ჭეიშვილი აცხადებს, რომ მამუკა მდინარაძემ უსაფრთხოების ძალიან მაღალი სტანდარტი აჩვენა ქვეყანას.

"ბატონი მამუკას მდინარაძის მუშაობამ ამ ერთი წლის მანძილზე ჩვენ გვაჩვენა როგორ უნდა ებრძოლო კორუფციას და ზოგადად უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი გვაჩვენა. აქედან გამომდინარე ის იმსახურებდა დაწინაურებას.

რაც შეეხება გეკა გელაძეს უკვე მომავალ სუს-ის უფროსს, რომელიც მე ვფიქრობ უმრავლესობის მიერ იქნება მხარდაჭერილი, რომელიც საკუთარ მოვალეობას მაქსიმალურად ასრულებდა. იმის ფონზე თუ რა გამოცდილებაც აქვს მამუკა მდინარაძეს, მისთვის ამ ყველაფრის ჩაბარება იქნება ძალიან კარგი,"- აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი.