ჯარიმა 500-დან 6000 ლარამდე - ვის შეეხება 1 ივნისიდან ახალი რეგულაცია
1780260672
"ბევრმა გადახედა თავის განცხადებებს ბოლო პერიოდის განმავლობაში და ცდილობენ, მსგავს ეპითეტებს აღარ იყენებენ, მაგრამ ეს ადამიანი თავის ძველ განწყობებში, თავის ძველ მესიჯბოქსში ჩარჩა და სამწუხაროდ, შეურაცხყოფას აყენებს ქართველი ხალხის არჩევანს. ქართველმა ხალხმა აირჩია "ქართული ოცნების" ხელისუფლება, რომლის მთავარი ღირებულება და მთავარი ხაზი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.
როდესაც ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის წარმომადგენლის მხრიდან ვხედავთ, მწვანე შუქს ასეთი ტერმინებისთვის, მაშინ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, თუ ვინმე და რამე აღვივებს ევროსკეპტიციზმს ამ ქვეყანაში, ეს არის უსამართლობა. ესენი არიან ამ უსამართლობის ავტორი ადამიანები. დღევანდელი მენეჯმენტი, სამწუხაროდ, ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის განცდაზე ფიქრსაც კი, ქართული საზოგადოების უდიდეს უმრავლესობაში. საქართველოს, ქართველ ხალხს და მის ხელისუფლებას, ევროკავშირში გაერთიანება და გაწევრება სურს საკუთარი ქვეყნის და არა იმ მენეჯმენტის მონობა, რომელიც უსამართლობას ისახავს მიზნად და შესაბამის მესიჯებსაც ამ მიზნიდან გამომდინარე ალაგებს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.