ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 90 მილიონიდან 140 მილიონამდე გაიზარდა

„კვარაცხელია შიმშილის ქართული განმარტებაა“ - ფრანგული მედიის გამოხმაურება

ფეხბურთელ, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 90 მილიონიდან 140 მილიონამდე გაიზარდა. 

ქართველი სუპერვარსკვლავი მსოფლიოში მე-7 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. 

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართული ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის გადამწყვეტ მატჩში პენალტი მოიპოვა და ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა პსჟ-ს, რომელმაც საბოლოოდ პენალტების სერიაში გაიმარჯვა და ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

უცხოური მედია კვარაცხელიას თამაშს ასე ეხმაურება:

Footmercato: „მადლობა ხვიჩა კვარაცხელია ამ წარმოუდგენელი 2025/2026 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონისთვის! ბრავო, მხატვარო“.

ESPN: „ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ძალიან გარისკა, რადგან მოედნის დატოვებისას ფეხი უმძიმეს მდგომარეობაში ჰქონდა. ასეა, როდესაც გუნდისთვის ყველაფერს აკეთებ“.

ActuFoot: „მსოფლიო ჩემპიონატის გარეშე „ოქროს ბურთი“ მას შეხვდებოდა. ამაზე კამათი შეუძლებელია“.

Bolavip Argentina: „პოსტი ეძღვნება ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც პსჟ-ის ისტორიის მიმდინარეობა შეცვალა. როდესაც „არსენალის“ დაცვა ძალიან საიმედოდ გამოიყურებოდა, სწორედ მისმა დრიბლინგმა, სისწრაფემ და შანსების შექმნის უნარმა გამოიწვია პენალტი, რომლითაც პსჟ-მა ანგარიში გაათანაბრა“.