ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის
1756723020
მე მეძლევა დღეს საშუალება უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს და პოლიციის თანამშრომლებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ საპროტესტო აქციის დროს დაკავებულ მამაკაცზე საუბრისას, რომელიც აქციის მონაწილეთა შორის, ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა.
„ჩვენ ჯერ არ ვიცით ზუსტად რა პროვოკაციას და მის თანმდევ ცუდ შედეგს ასცდა გუშინ ქალაქი თუ ქვეყანა. ფაქტია, რომ როცა ავტომატის მაგვარი შაშხანით გადაადგილდება ადამიანი დემონსტრანტებს შორის, აქ ადვილი სავარაუდოა, რომ ცუდი პროვოკაცია შეიძლება იგეგმებოდეს, მაგრამ გამოძიება დეტალებში ამ კითხვაზეც პასუხს გასცემს და რომ მივალ პირველი ამ საკითხით დავინტერესდები, რადგან სულ ახალი ამბავია“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული მ.ლ. დააკავეს, რომელიც გუშინ, 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეთა შორის, ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა.