„6 წელი გავიდა და დავშორდი...“ - რას ამბობს ალექსანდრა პაიჭაძე კოდუასთან დაშორების მიზეზებზე
1758141370
რაც დრო გადის, საზოგადოება უფრო მეტს იგებს რეალურ მიზეზებზე, რის გამოც ზოგიერთი ხმამაღლა ლაპარაკობს ხოლმე ამერიკიდან. უკვე მერამდენედ ყველამ დავინახეთ, რომ პროტესტის თუ კრიტიკული განცხადებების უკან დგას არა რაიმე გულწრფელი ფაქტები, არამედ ჩვეულებრივი ფინანსებით შეკვეთილი პოლიტიკური აქტივობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილმა კომენტარი გააკეთა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აშშ-ში ლობისტური კომპანია 360 ათას დოლარად დაიქირავა.
ლევან მახაშვილის თქმით, საზოგადოებამაც კარგად დაინახა, რომ კრიტიკის უკან დგას ფინანსები და არა გულწრფელად ზრუნვა საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესებზე.
„ეს არის ჩვეულებრივი შეკვეთილი პოლიტიკური აქტივობა, პირდაპირ ფულის სანაცვლოდ კონკრეტული განცხადებების, კრიტიკული განცხადებების გაკეთება. საზოგადოება გაიზარდა, უკვე დაინახა, რომ, რეალურად, თუ ვინმეს შეიძლება დაეყრდნოს, არის არა ასე პოლიტიკურად, ფინანსურად შეკვეთილი პოლიტიკური აქტივობები, არამედ თავისი ინტერესები. ამიტომ ჩვენ რაღაც განსაკუთრებული, დიდი მოლოდინები ამ მიმართულებით აღარ გვაქვს, ვინაიდან საზოგადოებამაც კარგად დაინახა, რომ, რეალურად, ამ კრიტიკის უკან დგას ფინანსები და არა გულწრფელი ზრუნვა საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესებზე“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში რეგისტრირებული ახალი დოკუმენტის მიხედვით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ აშშ-ში ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტს მოაწერა ხელი. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, Nelson Mullins Riley & Scarborough LLP-სთან 7 ივლისს დადებული ხელშეკრულებით, 360 ათასი დოლარი გადაიხადა ექვსი თვის მომსახურებისთვის. ეს თანხა მოიცავს ყველა ხარჯს, გარდა მგზავრობის ხარჯებისა, რომელიც წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული.
დოკუმენტის მიხედვით, დაქირავებული კომპანიის ვალდებულებაა აშშ-ის მთავრობის წინაშე პარტიის ინტერესების დაცვა, მათ შორის დემოკრატიული პროცესებისა და საქართველოში თავისუფალი არჩევნების ხელშეწყობა. დოკუმენტის თანახმად, კომპანია გეგმავს პარტიის დიპლომატიური საქმიანობის მხარდაჭერას და აშშ-ის ხელისუფლებასთან ურთიერთობების გაღრმავებას.