„შენთან ერთად სამყაროს ხელახლა აღმოვაჩენ...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე
1782676800
ეს შეხვედრა, პირველ რიგში, ემსახურებოდა პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მომზადებას. ჩვენ განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რაც უკავშირდება სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმებას და შემდგომ ნაბიჯებს. სტრატეგიული პარტნიორობა ვერ იქნება მხოლოდ დოკუმენტი, მას უნდა ჰქონდეს შინაარსი და სწორედ ამ შინაარსზე გვქონდა საუბარი, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობები, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ საქართველოსა და ყაზახეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის თვალსაზრისით გვქონდეს დატვირთული დღის წესრიგი, - განუცხადა ჟურნალისტებს ასტანაში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ცენტრალური აზიის რეგიონთან ურთიერთობებზე, საქართველოს როლზე დაკავშირებადობის თვალსაზრისით და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.
„ასევე ვისაუბრეთ ცენტრალური აზიის რეგიონთან ურთიერთობაზე, საქართველოს როლზე დაკავშირებადობის კუთხით. არსებობს საინტერესო წინადადებები და იდეები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში, რაც დაკავშირებულია უფრო ფართო რეგიონთან ურთიერთობების გაღრმავებასთან, რაც სასიკეთოა ჩვენთვის, ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერების თვალსაზრისით“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა.
ერთობლივ დეკლარაციას, რომლის თანახმადაც ორი ქვეყნის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადადის, ხელი მოაწერეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა.
ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ერმეკ კოშერბაევს შეხვდა.