მაკა ბოჭორიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პირველი ლედი იქნება აშშ-ის პირველი ლედის ორგანიზებულ ფორუმზე, კარგი შესაძლებლობა იქნება საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით საქართველოს წარმოსაჩენადაც

მაკა ბოჭორიშვილი

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პირველი ლედი იქნება ფორუმზე, რომელიც ორგანიზებულია აშშ-ის პირველი ლედის მიერ. ასევე  კარგი შესაძლებლობა იქნება საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით საქართველოს წარმოსაჩენად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილს კითხვა დაუსვეს, აშშ-ის პირველი ლედის მიწვევით გლობალურ სამიტში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს პირველი ლედის, თამარ ბაგრატიონის ვაშინგტონში ვიზიტი შეიძლება თუ არა, აშშ-თან ურთიერთობის დასტაბილურების მორიგ ნაბიჯად ჩაითვალოს?

„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პირველი ლედი იქნება ფორუმზე, რომელიც ორგანზებულია აშშ-ის პირველი ლედის მიერ. საკითხიც მნიშვნელოვანია და ჩვენთვის კარგი შესაძლებლობაა, საქართველო იყოს იმ ღონისძიებაზე, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის პატრონაჟით ტარდება. ზოგადად, ასევე  კარგი შესაძლებლობა იქნება საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით საქართველოს წარმოსაჩენად“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, აშშ-ის პირველი ლედის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს გლობალურ სამიტში „ერთად უკეთესი მომავლისთვის“, რომელიც ვაშინგტონში გაიმართება.