მაკა ბოჭორიშვილი: მიუხედავად უსამართლო დამოკიდებულებებისა ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან, ხელისუფლება აქტიურად იყენებს საერთაშორისო ორგანიზაციების პლატფორმებს, ორმხრივ კავშირებს, ქვეყნის პოზიციების სათანადოდ დასაცავად

ბოჭორიშვილი

რაც შეეხება უსამართლო მიდგომებს, სამწუხაროდ, უკვე იმდენია ასეთი ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან, რომ მათი სრულად ჩამოთვლა მათ ძალიან მძიმე სურათს ქმნის. ამიტომ მე მხოლოდ მსხვილ თემებს შევეხები, რომელიც ყველაზე ნათლად ასახავს საქართველოსთან დამოკიდებულების უსამართლობას, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში ინტერპელაციაზე გამოსვლისას. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ასეთი დამოკიდებულების მიუხედავად, ხელისუფლება აქტიურად იყენებს საერთაშორისო პლატფორმებს საქართველოს პოზიციების დასაცავად.

„ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი 2022 წლის ივნისში, მაშინ როდესაც უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი იყო უსამართლო. ამ უსამართლო გადაწყვეტილების ერთადერთი შედეგი გახლდათ ის, რომ ეს ის გამოყენებული იყო საქართველოში საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზების და პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციის მიზნებისთვის.