რას მოუტანს 17 აპრილის ახალმთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს - ასტროლოგის პროგნოზი
1776285706
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა „ღამის კურიერში“ სამხრეთ კავკასიის რეგიონთან ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირის ხედვა სამხრეთ კავკასიის მიმართ მნიშვნელოვნად ტრანსფორმირდა და რეგიონი ახალი პერსპექტივიდან განიხილება.
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ამ ახალ რეალობაში მნიშვნელოვნად იზრდება ურთიერთობების ხარისხი და ინტენსივობა სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანასთან - საქართველოსთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან. მისი თქმით, რეგიონთან თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის და უფრო კომპლექსურ და სტრატეგიულ ხასიათს იძენს.
"შეიძლება ითქვას, რომ სამხრეთ კავკასიას და სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობას ახალი მნიშვნელობა ენიჭება. გარდაუვალია იმის დანახვა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ რეგიონს ევროკავშირისთვის. თუ აქამდე სხვა პერსპექტივიდან ხდებოდა სამხრეთ კავკასიის რეგიონთან ურთიერთობები და ევროკავშირის პოლიტიკის განსაზღვრა, დღეს უკვე ცხადია, რომ ეს არის რეგიონი, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება თავად ევროკავშირს საკუთარი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. ამ კონტექსტში, სულ სხვა მნიშვნელობას იძენს სომხეთთან, საქართველოსთან, აზერბაიჯანთან ურთიერთობები.
იმედი მაქვს, რომ უფრო რეალისტური იქნება ის მიდგომები, რომელსაც ევროკავშირი გამოიყენებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან“ - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა „ღამის კურიერის“ ეთერში.