დედამიწაზე დღე-ღამის ხანგრძლივობა იცვლება - კვლევა
1770221692
საქართველო არის ის ქვეყანა, რომელსაც სჭირდება ევროკავშირი და საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც სჭირდება ევროკავშირს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, კრიტიკა, დღეს რაც გვესმის, აბსოლუტურად შინაარსისგან დაცლილია და აკლია ნამდვილად ის შინაარსი, რაც კრიტიკას სჭირდება იმისთვის, რომ სერიოზულად შეხედო.
„ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ ბრიუსელიდან მომდინარე კრიტიკა არის ყოველგვარ შინაარსს მოკლებული. კრიტიკა, დღეს რაც გვესმის, აბსოლუტურად შინაარსისგან დაცლილია და აკლია ნამდვილად ის შინაარსი, რაც კრიტიკას სჭირდება იმისთვის, რომ სერიოზულად შეხედო. ამ წლების განმავლობაში არაერთი იყო, სწორედ ასეთ უსამართლო მიდგომებს ეფუძნება ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაც დღეს არის ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში.
კიდევ ერთხელ, საქართველო არის ის ქვეყანა, რომელსაც სჭირდება ევროკავშირი და საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც სჭირდება ევროკავშირს. ჩვენ ორივე მხარეს გვჭირდება ერთმანეთი იმისთვის, რომ ევროპამ შეძლოს საკუთარი ინტერესების დაცვა. ევროპის ინტერესებში, ამ შემთხვევაში საქართველოს ინტერესებსაც ვგულისხმობ გამომდინარე იქიდან, რომ ღრმად მჯერა, ორივე მხარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დღეს ურთიერთობების ჯანსაღ ფორმაში წარმართვა. თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ ბრიუსელის მხრიდან არ არის იმის მცდელობები, მიუხედავად იმისა, რომ პოზიციები სხვადასხვაა წევრ ქვეყნებში, ძალიან ბევრი ქვეყნის ხელისუფლება აცნობიერებს იმას, რომ საქართველოსთან დამოკიდებულება სრულიად უსამართლო იყო. შეიძლება იმასაც ძალიან კარგად აცნობიერებენ, რომ ეს არც ევროპის ინტერესებში შედის, თუმცა ის ბიუროკრატია, რომელიც დღეს არსებობს ბრიუსელში, ის ადამიანები, რომელთაც ავალიათ ერთგვარად საქართველოსთან და ამ რეგიონთან ურთიერთობების განვითარება, იმის ნაცვლად, რომ ამას შეუწყონ ხელი, პირიქით აზიანებენ საკუთარი განცხადებებით და საკუთარი მოქმედებებით ამ ურთიერთობებს.
ამ პირობებში საქართველოს რა შეუძლია გააკეთოს, საქართველოს შეუძლია გააკეთოს ის, რასაც ვაკეთებთ - იზრუნოს განვითარებაზე, იზრუნოს ეკონომიკურ წინსვლაზე, იზრუნოს საქართველოს მოქალაქეებისთვის უკეთესი ცხოვრების პირობების შექმნაზე, რაც თანხვედრაში იქნება სწორედ იმ ევროპულ სტანდარტებთან, რომელი ევროპული სტანდარტებისკენაც მივისწრაფვით. რომელი ევროპაც მოსწონთ ჩვენს მოქალაქეებს იმისთვის, რომ ის რაც მოსწონთ სხვაგან, ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ საკუთარ ქვეყანაში და ჩვენ შევძლოთ განვითარების ისეთ დონეზე მისვლა, რომ კიდევ უფრო საინტერესო იყოს ჩვენი ქვეყანა სხვადასხვა ქვეყნისთვის, ურთიერთობებისთვის და საკუთარი შესაძლებლობები უფრო კარგად გამოვიყენოთ“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.