მონტენეგროში სამი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს
1776279062
რაც შეეხება ბრალდებებს ე.წ. ანტიდასავლურ, თუ ანტიევროპულ რიტორიკასთან დაკავშირებით, ესეც გახლავთ იმ პროპაგანდის, ორკესტრირებული კამპანიების, მათ შორის მიზანმიმართული უცხოური საინფორმაციო მანიპულაციების და ჩარევის გაგრძელება, რაც გამოიყენება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და მიმართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანებისკენ, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში.
„ჩვენ გვაქვს მომზადებული საკმაოდ ვრცელი კრებული, სადაც თავმოყრილია რეზოლუციები, სხვადასხვა დოკუმენტი თუ განცხადება, რომლის ავტორებიც არიან უცხო ქვეყნების (ევროპელი) პოლიტიკოსები, უცხოური ორგანიზაციები, ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები, ხანდახან ელჩებიც და აღნიშნული რეზოლუციები თუ განცხადებები ხშირ შემთხვევაში მიმართულია ქვეყნის მოქალაქეების მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ და წარმოადგენენ თავდასხმას ქვეყნის ლეგიტიმურ ხელისუფლებაზე, რომელიც ლეგიტიმურად იცავს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.
ამ ვითარებაში საპასუხო განცხადებები ანტიევროპულ ან ანტიდასავლურ რიტორიკად არ უნდა მოინათლოს. ვერ ნახავთ ვერცერთ ოფიციალურ განცხადებას, რომელსაც შეიძლება მიეცეს ამგვარი კვალიფიკაცია“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.