მაია ბითაძე: ყულევის ტერმინალის სასანქციო სიიდან ამოღება კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, თუ როგორ გორდება ხოლმე გარკვეული საინფორმაციო კამპანია საქართველოს წინააღმდეგ

გარემო

 ყულევის ტერმინალის სასანქციო სიიდან ამოღება კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, თუ როგორ გორდება ხოლმე გარკვეული საინფორმაციო კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, - განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ.

დეპუტატი ყულევის ტერმინალის სასანქციო სიიდან ამოღებას გამოეხმაურა.

„ყულევის ტერმინალის სასანქციო სიიდან ამოღება კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, თუ როგორ გორდება ხოლმე გარკვეული საინფორმაციო კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, თითქოს საქართველო არღვევს სასანქციო რეჟიმს რუსეთის წინააღმდეგ. ყოველ ჯერზე დასტურდება, რომ ეს არის მტკნარი სიცრუე“, - აღნიშნა ბითაძემ.

ევროკავშირმა ყულევის ნავთობის ტერმინალი სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღო . ევროკავშირი სანქციების დაცვის კუთხით საქართველოს ძალისხმევას მიესალმება.