რუსთავში 19 წლის გოგო მოიტაცეს და გააუპატიურეს — დაკავებულია სამი პირი
1770132891
თუ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მოხდება საგნობრივი საუბარი, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე, არგუმენტებზე, მოცემულობაზე დაფუძნებული, მოხარულები დავრჩებით, ვინაიდან ამდენი წლის განმავლობაში მხოლოდ აღქმებზე დაფუძნებული ბრალდებები გვესმის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, საქართველოს მიმართ ბრალდებები ისმის იმ დღიდან, როდესაც უკრაინაში ტრაგედია დაიწყო.
„რაც შეეხება „მოსკოვის მექანიზმს“, შვედეთია მაგის ავანგარდშიც, კიდევ ერთხელ შევახსენებ მოქალაქეებს, 2025 წლის 21 ნოემბერს ჩვენი დელეგაცია ჩადიოდა ევროკავშირში და ეს დაახლოებით ექვსი თვით ადრე შეთანხმებული შეხვედრა იყო, ფორმატი და ა.შ. სადაც ჩვენ დეტალურად უნდა გაგვევლო ყველა ის ბრალდება, რაც მოდის ევრობიუროკრატების მხრიდან. რაღაც ადამიანის უფლებების დარღვევა და ა.შ. ჩვენი დელეგაცია, რა თქმა უნდა, აღჭურვილი იყო ფაქტებით, მტკიცებულებებით და ა.შ. თქვენ კარგად გახსოვთ, ევროკავშირმა ეს შეხვედრა ჩაშალა. შემდეგ რაღაც საბაბები გამოიგონეს, რომ თითქოს ამ დელეგაციაში ერთი ადამიანი დასანქცირებულია. ეს კონკრეტული ქვეყნის სანქციები იყო და ევროკავშირის სანქციები საერთოდ არ ეხებოდა. არ მოისურვეს მათ საუბარი. თუ ამ შემთხვევაში „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მოხდება საგნობრივი საუბარი, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე, არგუმენტებზე, მოცემულობაზე დაფუძნებული, ჩვენ მხოლოდ მოხარულები დავრჩებით, ვინაიდან მხოლოდ აღქმებზე დაფუძნებული ბრალდებები გვესმის ამდენი წლის განმავლობაში. ფაქტობრივად, იმ დღიდან, როდესაც უკრაინაში ეს ტრაგედია დაიწყო“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.