ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებთან დაკავშირებით თანხმობის გაცემის დადებითობის მაჩვენებელი 95%-ია, რაც ხაზს უსვამს მთავრობის დამოკიდებულებას ისეთი პროექტების მიმართ, რომლებიც შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, თუკი რომელიმე პროექტი პირდაპირ ან ირიბად გულისხმობს პოლიტიკურ პროცესებში არამართლზომიერად თანხების ხარჯვას, მთავრობას ვერ ექნება დადებითი პოზიცია

ლევან ჟორჟოლიანი

ბოლო წლებში გატარებული ცვლილებების შესაბამისად, უცხოურ გრანტებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა გასცემს თანხმობას, რომელსაც სწავლობს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.

ლევან ჟორჟოლიანის თქმით, დადებითობის მაჩვენებელი არის 95%, რაც ხაზს უსვამს მთავრობის დამოკიდებულებას ისეთი პროექტების მიმართ, რომლებიც შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს.

„თუკი რომელიმე პროექტი არ შეესაბამება სახელმწიფო ინტერესებს, ან თუ ის პირდაპირ ან ირიბად გულისხმობს პოლიტიკურ პროცესებში არამართლზომიერად თანხების ხარჯვას, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას ვერ ექნება დადებითი პოზიცია“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

✕