ავარიის შედეგად დაღუპული პედაგოგის ვინაობა ცნობილია
1765902919
ივანიშვილის ხელისუფლების ჩამოშლის ბევრად მნიშვნელოვანი ბერკეტი – 70 პროცენტი წყდება გარეთ, დანარჩენი 30% შიგნიდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ამ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო გუნდზე მეტს არავინ აკეთებს.
„ამ ქვეყანაში ოპოზიციონერი ნიშნავს გადისიდენტებულ ადამიანს, რომელიც მოყოლილია ხელისუფლების რეპრესიების ქვეშ. ივანიშვილის ხელისუფლებასთან დაპირისპირება მარტო ქუჩაში არ გადის. ჩემი ღრმა რწმენით, ივანიშვილის ხელისუფლების ჩამოშლის ბევრად მნიშვნელოვანი ბერკეტი – 70 პროცენტი წყდება გარეთ, დანარჩენი 30% შიგნიდან. ტალღას აქვს თავისი ლოგიკური მომენტი, რომელსაც სჭირდება მზადება. მგონია, რომ ჩვენ ამ პერიოდში ვართ. არ მაქვს შეგრძნება, რომ ხვალ 200 ათასი კაცი გამოვა. ბიძინა ივანიშვილს მთავარი შიში აქვს ქვეყნის გარეთ. ამ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო გუნდზე მეტს არავინ აკეთებს. ეს არის პარტიის თავმჯდომარე, საგარეო მდივანი, მიხეილ სააკაშვილის კონტაქტები. არავის გამოუვა, დიდი ოპოზიციური გაერთიანება შედგეს და „ნაციონალური მოძრაობა“ იქ არ იყოს. ჩვენი თვითმიზანი არ არის ბანერის წინ გამოჭენება. ერთ კადრს ვერ ნახავენ, სადაც ასე მივდივარ. ეს არ არის ჩემი თვითმიზანი. მითხარით სალომე ზურაბიშვილის ბოლო საერთაშორისო დიდი ვიზიტი ან ვის ჩამოართვა ხელი, ვის ესაუბრა, სად გააჟღერა ხალხის ხმა. მას ჰქონდა ეს მომენტი, ეს მომენტი იყო საპარლამენტო არჩევნების გაყალბებიდან პირველი 3-4 თვე, მაშინ, როდესაც მთელი ოპოზიცია შეკრული იყო მის გარშემო. სარგებლობდა არა მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტის ატრიბუტიკით, არამედ ოპოზიციის საერთო ატრიბუტიკით – ოთხივე ბარიერგადალახული კოალიცია ვამბობდით, რომ ეს ქალი ლიდერია, ქალბატონი სალომე. მას შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს აქვთ გამართული შეხვედრები, იქნება ეს ურსულა ფონ დერ ლაიენი, ფრიდრიხ მერცი“ , – განაცხადა სანიკიძემ.