სიახლე მათთვის ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს - დეტალები
1764789257
ევროკავშირი აბსოლუტურად გაშიშვლებულია თავისი ქმედებებით, მაგრამ ამაში ხელის შემწყობი იყო ზუსტად ეს ევრობიუროკრატია და მისი მაღალჩინოსნები, რომლებიც არაერთ სკანდალში აღმოჩნდნენ გახვეულები, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრმა, ლევან ნიკოლეიშვილმა.
„ერთადერთი კოორდინაცია რაც მათ აქვთ, შეეხება საქართველოს რომ, რამენაირად მოგვაყენონ შეურაცხყოფა და თქვან ისეთი სისულელეები, როგორიცაა ის, რომ თურმე არადემოკრატიულად მიმდინარეობს საქართველოში პროცესები. ამ დროს თვითონ დემოკრატიას აბსოლუტურად დაშორებულები არიან, უსაფრთხოების სისტემაც ფაქტობრივად მოშლილი აქვთ და როცა გაუხარდება რუსეთის ფედერაციას, მაშინ შეაფრენს ხოლმე თავის დრონებს. ეს არის ის, რის გამოც ვიძახდით „ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენლები, რომ ეს ყალბი ინსტიტუცია, რომელიც გაკოტრდა ყველა დონეზე და დაემატა ეს კორუფციული სკანდალები, არის ის ორგანიზაცია, რომელში გაწევრიანებაც ჩვენ არაფერს მოგვიტანს“, - აღნიშნა მან.
ნიკოლეიშვილმა ასევე უპასუხა კითხვას, რომელიც შეეხებოდა ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას „რუსული წიაღისეული საწვავის ონკანის“ ჩაკეტვის თაობაზე.
„ასეთი განცხადებები ჩვენ ბევრი მოგვისმენია. სანქციების 19, თუ 20 პაკეტი ვნახეთ, რომელმაც არ იმოქმედა, არალეგალურად აგრძელებენ ვაჭრობას, არალეგალურად აქვთ ბიზნესურთიერთობები. ამას წინათ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ 142 მილიარდი ევროთი მეტი შემოსავალი მიიღო რუსეთმა, ვიდრე ისინი უკრაინას დაეხმარნენ. ასეთი განცხადებები ბევრი იქნება, მაგრამ მათ აქვთ შემოვლითი გზები იმისთვის, რომ საკუთარი ჯიბეები გაისქელონ. სინამდვილეში სულ სხვანაირად მოქმედებენ, ასე რომ ეს არის ფასადური და ბლეფი“, - აცხადებს ნიკოლეიშვილი.