„პრაიმ ჰაუსის“ ცნობილი წყვილი დაშორდა
1753732640
ამ არჩევნებზეც თავი ქუდში აქვს ხელისუფლებას, ცხადია, რომ მათი კანდიდატი ამჟამინდელი მერი კახი კალაძე იქნება. კახი კალაძე რომ უალტერნატივოა, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ოპოზიციონერები იმდენად უსუსურები და სახელგატეხილები არიან, „ოდნავ ნორმალური“ კანდიდატის მოძებნასაც ვერ ახერხებენ, მათი მიზანი კი არჩევნებში დამარცხების შემდეგ წივილ-კივილი და უცხოელ პატრონებთან საჩივრებით სირბილია. რაც შეეხება კახა კალაძეს, ნიკოლეიშვილის თქმით, იგი გამორჩეული ქართველი პოლიტიკოსი, დედაქალაქზე განსაკუთრებით შეყვარებული და შესანიშნავი მენეჯერია, რომელიც მომავალშიც ბევრ საქმეს გააკეთებს.
„სულ ცოტა დრო რჩება თვითმმართველობის არჩევნებამდე და შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო ოპოზიციას არეულ-დარეული აზრები უფრო და უფრო ემატება, ისე, მაინცდამაინც ზაფხულის მაღალ ტემპერატურას ნუ დავაბრალებთ, ზამთარშიც არ არიან დალაგებულები. იმათზე არაფერს არ ვამბობ ვინც ბოიკოტის რეჟიმშია, აი მათ კი, ვინც ამბობენ, რომ ხელისუფლებას დიდი ქალაქების, მათ შორის, თბილისის „გამოგლეჯვას უპირებენ, ნეტავ ვინ წარმოუდგენიათ დედაქალაქის მერად?! იმდენად უსუსურები და სახელგატეხილები არიან, „ოდნავ ნორმალური“ კანდიდატის მოძებნასაც ვერ ახერხებენ, მათი გეგმა-მიზანი ხომ არჩევნებში დამარცხების შემდეგ კივილი, წივილი და უცხოელ პატრონებთან საჩივრებით სირბილია. ამ არჩევნებზეც თავი ქუდში აქვს ხელისუფლებას, ცხადია, რომ მათი კანდიდატი ამჟამინდელი მერი კახი კალაძე იქნება. კახი კალაძე რომ უალტერნატივოა, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, თუმცა ერთ-ორ სიტყვას მაინც ვიტყვი. კახი კალაძე, გამორჩეული ქართველი პოლიტიკოსი, დედაქალაქზე განსაკუთრებით შეყვარებული კაცი, შესანიშნავი მენეჯერი და ნოვატორია, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა და მომავალშიც ასევე ბევრს გააკეთებს. რაც შეეხება ბოღმით ავსებულ მის ოპონენტებს, თუ რამის თავი გაქვთ, დადეთ უკეთესი პროგრამები და ინიციატივები, მერე არჩევნებში ეპაექრეთ კახი კალაძეს, თქვენთვის ხომ ამ შემთხვევაში ოლიმპიური სისტემა უფრო მისაღებია - მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება, მით უმეტეს გამარჯვების არანაირი შანსი არ გაქვთ“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.